Monday, December 19, 2011

მათემატიკა


                                                      სახალისო მათემატიკა                                      
                                               
                                           ,,უფლისწული და მზეთუნახავი''


     უფლისწული ეძებს მზეთუნახავს ,რომელის ცხრათავიან დევს დატყვევებული ჰყავს მიწისქვეშა სამი საკნიდან ერთ-ერთში. საკნების კარებზე გაკეთებულია წარწერები,რომელთაგან არცერთი არ არის სწორი.
     უფლისწული მივიდა დევთან და სთხოვა მზეთუნახავის გათავისუფლება.დევმა უფლისწული მიწისქვეშა საკნებთან ჩაიყვანა,რომელთაც გაკეთებული ჰქონდა ასეთი წარწერები:
     პირველი საკანი ,, აქ არის მზეთუნახავი"
     მეორე საკანი ,,მეორე საკანი არ არის ცარიელი"
     მესამე საკანი ,,აქ არის გველეშაპი".
     დევი ეუბნება უფლისწულს: ,,გამოვუშვებ მზეთუნახავს, თუ სწორად მიჩვენებ იმ საკნის კარებს, რომელშიც ზის მზეთუნახავი. თუ მიუთითებ იმ საკნის კარებს , რომელშიც ზის გველეშაპი, მაშინ იგი შენ შეგჭამს, ხოლო თუ ცარიელი საკნის კარებზე მიუთითებ, მაშინ შენ ჩაგსვამ შიგნით ".
     როგორ უნდა გაიგოს უფლისწულმა, რომელ საკანში ზის მზეთუნახავი?

No comments:

Post a Comment